აზერბაიჯანში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 1 851 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში ვირუსის 39 378 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 578 ადამიანი.