აზერბაიჯანში კორონავირუსის 963 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 091 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 963 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 091 პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 963 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 091 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 17-ით გაიზარდა.

ინფორმაციას ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის 322 761 შემთხვევაა გამოვლენილი, რომელთაგან 296 875 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, 4 597-ს აღწევს. კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 21 289-ს შეადგენს.

ამასთან, აზერბაიჯანში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 19 286 აცრა გაკეთდა. აქედან აცრის პირველი დოზა 4 702 მოქალაქემ გაიკეთა, მეორე დოზა კი, 14 584-მა.

სულ ვაქცინაციის დაწყებიდან ქვეყანაში 1 536 328 აცრა გაკეთდა, აქედან აცრის ერთი დოზა 980 005-მა მოქალაქემ გაიკეთა, ხოლო ორივე დოზა 556 323-მა.