აზერბაიჯანში კორონავირუსის 885 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 885 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 114 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 22-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
28 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 20 706-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 482 286 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 455 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 498 კი გარდაიცვალა.