აზერბაიჯანში კორონავირუსის 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 879 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 334 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 9 776 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 244 303 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 232 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 325 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 8 750-ს შეადგენს.