აზერბაიჯანში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 308 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს სააგენტო „ტრენდი“ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე შტაბის ცნობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 33 568 შემთხვევა. აქედან, 30 364 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 490-ს შეადგენს.