აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 86 შემთხვევა გამოვლინდა, 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 871 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 336 047 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 330 219 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 974 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 854-ს შეადგენს.