აზერბაიჯანში კორონავირუსის 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 057 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 844 შემთხვევა გამოვლინდა, 2 057 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 18 კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 10 717 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 324 685 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 301 006 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 635 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19 004-ს შეადგენს.