აზერბაიჯანში კორონავირუსის 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 479 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 31 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 221 401 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 199 213 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 792 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 19 396-ს აღწევს.