აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 78 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
გასული 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
6 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 006-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 336 557 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 330 513 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 978 კი გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 3 855 455 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 2 371 96 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 1 483 659 მოქალაქეს.