აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 56 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პირველი ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 872-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 336 122 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 330 275 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 975 კი, გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 3 597 108 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 2 256 816 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 1 340 292 მოქალაქეს.