აზერბაიჯანში კორონავირუსის 685 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 685 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 931 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 222 885 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 203 527 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 845 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 16 513-ს აღწევს.