აზერბაიჯანში კორონავირუსის 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით მკურნალობას 15 783 კოვიდინფიცირებული აგრძელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ“-19-ის 49 411 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი , დაღუპულია 852 ადამიანი.