აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 608 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 128 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 10 503 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 238 383 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 230 244 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 262 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 4 877-ს შეადგენს.