აზერბაიჯანში კორონავირუსის 603 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 603 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 603 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 234 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 8 945 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 240 295 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 230 960 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 282 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 6 053-ს შეადგენს.