აზერბაიჯანში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 601 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 593 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 224 651 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 208 681 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 909 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 13 061-ს აღწევს.