აზერბაიჯანში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 60 შემთხვევა გამოვლინდა, 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7 953 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 335 399 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 329 339 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 961 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 099-ს შეადგენს.