აზერბაიჯანში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა, 84 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7 948 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 335 625 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 329 794 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 965 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 866-ს შეადგენს.