აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 76 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.
21 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 841-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 335 676 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 329 870 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 965 კი, გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 3 146 350 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 2 034 554 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 1 111 796 მოქალაქეს.