აზერბაიჯანში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 509 შემთხვევა გამოვლინდა, 1 427 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 7 733 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 328 668 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 311 198 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 742 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 12 728-ს შეადგენს.