აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოფიციალური მონაცემებით, სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში „კოვიდ-19“ 1148 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 12, ასევე გამოჯანმრთელდა 289 პაციენტი.
აზერბაიჯანში საავადმყოფოებში მკურნალობას განაგრძობს 847 მოქალაქე, მათ შორის 25-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.