აზერბაიჯანში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
17 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1 189 შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის სულ 335 339 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 329 191 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 959 კი გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 2 877 878 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 885 031 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 992 847 მოქალაქეს.