აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის კიდევ 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რიცხვი კი 1 592-მდე გაიზარდა.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 65 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 1013-ს შეადგენს.
აზერბაიჯანის მასშტაბით, 21 ფატალური შემთხვევაა დაფიქსირებული.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსზე ტესტირება უკვე 114 410 ადამიანს ჩაუტარდა.