აზერბაიჯანში კორონავირუსის 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 438 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი, 133 პირი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 11 767 შემთხვევა, გარდაიცვალა 143 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 6 325-ს შეადგენს.
განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად 5 299 ადამიანი მკურნალობს.