აზერბაიჯანში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 893 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 893 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 14-ით გაიზარდა.
ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე, კორონავირუსის 331 477 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 318 502 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 828. 20 მაისის მონაცემებით, აზერბაიჯანში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 8 147-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 28 411 აცრა გაკეთდა. აცრის პირველი დოზა 14 079-მა მოქალაქემ გაიკეთა, მეორე დოზა კი 14 332-მა.
სულ ვაქცინაციის დაწყების დღიდან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 1 891 703 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 068 493 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 823 210 მოქალაქეს.