აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 515 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა.
ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
სულ აზერბაიჯანში პანდემიის დაწყების დღიდან, კორონავირუსის 330 269 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 315 415 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 4 792. 17 მაისის მონაცემებით აზერბაიჯანში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 10 062-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 694 აცრა გაკეთდა. აცრის პირველი დოზა 1 223-მა მოქალაქემ გაიკეთა, მეორე დოზა კი 2 471-მა.
სულ ვაქცინაციის დაწყების დღიდან ქვეყნის მასშტაბით აცრილია 1 798 743 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 032 054 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 766 689 მოქალაქეს.