აზერბაიჯანში კორონავირუსის 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 406 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 769 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 7 773-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 331 833 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 319 271 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 839 კი გარდაიცვალა.
სულ ვაქცინაციის დაწყების დღიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 1 924 805 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 089 866 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 834 919 მოქალაქეს.