აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 40 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 1 098-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 240 ადამიანი, ხოლო დაღუპულია 11. მკურნალობას 837 პაციენტი განაგრძობს.
აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ ქვეყანაში „კოვიდ 19“-ზე ტესტირება სულ 66 677 პაციენტს ჩაუტარდა.