აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 241 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 241 შემთხვევა გამოვლინდა, 3 366 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 43 კოვიდინფიცირებული.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 18 871 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსის 413 986 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 358 230 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 512 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 50 244-ს შეადგენს.