აზერბაიჯანში კორონავირუსის 4 226 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 4 226 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 51 795 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 210 061 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 2 380 პაციენტი.