აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 39 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო ერთ დღეში, აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 59 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 1 717 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 1 221 უკვე გამოჯანმრთელდა.
აზერბაიჯანში კორონავირუსის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.