აზერბაიჯანში კორონავირუსის 380 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 380 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 380 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 159 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 14 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 226 200 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 213 279 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 971 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 9 950-ს აღწევს.