აზერბაიჯანში კორონავირუსის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ ცხრა პაციენტი
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ქვეყანაში ინფიცირებულთა ოდენობამ 29 312 შეადგინა.
ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით 400 ადამიანი გარდაიცვალა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ვირუსი უკვე 21 547-მა ადამიანმა დაძლია.