აზერბაიჯანში კორონავირუსის 3 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 151 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 151 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 21-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
20 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 36 227 შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 384 886 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 343 407 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 252 კი გარდაიცვალა.