აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 508 შემთხვევა გამოვლინდა, 610 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 13 პაციენტი. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 აგვისტოს მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 365 009 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 338 279 პაციენტი გამოჯანმრთელდა.