აზერბაიჯანში კორონავირუსის 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი გარდაიცვალა
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 284 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 545 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი ათით გაიზარდა.
ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტთან არსებულ აზერბაიჯანული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
25 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 6 340-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 332 894 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 321 677 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 877 კი გარდაიცვალა.
ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 2 021 371 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 158 631 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 862 740 მოქალაქეს.