აზერბაიჯანში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, აზერბაიჯანში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 49 პაციენტი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ერთით გაიზარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით.

21 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 959-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 335 521 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 329 599 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 963 კი, გარდაიცვალა.

ამასთან, ვაქცინაციის დაწყებიდან, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 2 989 673 მოქალაქე. აქედან აცრის ერთი დოზა 1 949 646 მოქალაქეს აქვს გაკეთებული, ხოლო ორივე დოზა 1 040 027 მოქალაქეს.