აზერბაიჯანში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ს  ერთი პაციენტი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექცია 41 982 შემთხვევა დადასტურდა, 609 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 122 ადამიანი გამოჯანმრთელდა, განკურნებულების საერთო რაოდენობა კი 39 357-ს აღწევს.

ამ დროისთვის, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 2 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ 19“-ზე 7 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.