აზერბაიჯანში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ექვსი ადამიანი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 220 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ექვსი ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 331 883 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 4 839 ადამიანი.