აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 735 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 28 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აზერბაიჯანში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 89 898 შემთხვევა. 62 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 107 გარდაიცვალა.

ამჟამად საავადმყოფოში რჩება 26 548 პაციენტი.

დღესვე აზერბაიჯანის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, პირბადის ტარებასა და კარანტინის რეჟიმის დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება.