აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 706 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 706 შემთხვევა გამოვლინდა, 1 937 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 29 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
4 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 539 710 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 501 508 პაციენტი გამოჯანმრთელდა.