აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 500 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 33 ინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 500 შემთხვევა გამოვლინდა, 2 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 33 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 15 017 ტესტი ჩატარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 544 650 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 505 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 241 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 31 642-ს შეადგენს.