აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 674 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 15 518 შეადგენს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 357 058 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 336 445 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 095 კი გარდაიცვალა.