აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 334 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 334 შემთხვევა გამოვლინდა, 2 092 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 556 430 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 518 105 პაციენტი გამოჯანმრთელდა.