აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 პაციენტი
აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 981 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 22-ით გაიზარდა.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 23 861-ს შეადგენს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 514 289 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 483 559 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6 869 კი გარდაიცვალა.