აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 35 პაციენტი

აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 655 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 35-ით გაიზარდა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 49 318-ს შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 452 536 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 397 224პაციენტი გამოჯანმრთელდა, 5 9994 კი გარდაიცვალა.