აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 28 კოვიდინფიცირებული
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 233 შემთხვევა გამოვლინდა, 2 401 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 28 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 12 925 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 570 322 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 533 175 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 579 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 29 568-ს შეადგენს.