აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 206 შემთხვევა გამოვლინდა, 1 578 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 35 კი გარდაიცვალა.
მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 12 692 ტესტი ჩატარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 281 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 247 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 846 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 30 082-ს შეადგენს.