აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 178 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 178 შემთხვევა გამოვლინდა, 2 010 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 31 პაციენტი.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
2 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 534 748 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 497 363 პაციენტი გამოჯანმრთელდა.