აზერბაიჯანში კორონავირუსის 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი
აზერბაიჯანში კორონავირუსის 199 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 74 პაციენტი

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 199 შემთხვევა გამოვლინდა, 74 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამეში გარდაიცვალა ორი კოვიდინფიცირებული.

მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 9 093 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 337 801 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 331 020 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 990 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 1 791-ს შეადგენს.