აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცია 191 ადამიანს დაუდასტურდა. აზერბაიჯანის მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს ერთ ადამიანი ემსხვერპლა, 154 კი გამოჯანმრთელდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექცია 41 304 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 39 012 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 603 კი, დაიღუპა.
ამ დროისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 1 689 აქტიური შემთხვევაა. ბოლო ერთ დღეში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 6 280 ტესტი გაკეთდა.